logo
ENG


ცერცვაძე: ანეკდოტია, როგორაა მთავრობა ანტივაქსერი, როცა ასეულობით მილიონი გაიღო ბიუჯეტიდან
  • 596ნახვები

მეცინება, როცა ამბობენ, რომ მთავრობა ხელს უწყობს, რომ არ იყოს ბევრი ვაქცინირებული და მთავრობა ანტივაქსერია. ანეკდოტია, როგორ არის მთავრობა ანტივაქსერი, როდესაც სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეულობით მილიონი გაიღო ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ ადამიანებს აეცრა. 200 ლარს აძლევენ [50 წელს ზემოთ] ყველას, ვინც პირველ აცრას გაიკეთებს და დამატებით 100 ლარს, ვინც მესამე ბუსტერ დოზას. ამის მერე როგორ არის მთავრობა ანტივაქსერი? 

 

თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინტერვიუსას. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა