logo
ENG


სააკაშვილი: 10 დღის წინ აკრძალეს ექთნის შემოსვლა საკანში, 6 საათის შემდეგ ექიმი არ არსებობს
  • 506ნახვები

მე საკანში ორჯერ დავკარგე გონება, რაც გადამიყვანეს. როდესაც კარგავ საკანში გონს და უნდა იყოს საშუალება, რომ სამედიცინო პერსონალი შემოვიდეს. 10 დღის აკრძალეს ექიმის და ექთნის შემოსვლა საკანში. ცუდად თუ ხარ, სამედიცინო პერსონალი ვეღარ შემოდის საკანში. ეს არის ახალი ნორმა, რომელიც დაადგინა რუსთავის ციხემ.

ასევე, ერთი კვირის წინ გადაწყდა, რომ 6 საათის შემდეგ მორიგე ექიმი აღარ არსებობს. ღამის საათებში ყველაზე დიდი საფრთხეა გონების დაკარგვის, გულყრის და ა.შ. იმ საათებში ექიმი აღარ არის. ეს არის მათი გადაწყვეტილება.

და დღეს გავიგე ახალი ამბავი, თამთა დემურიშვილი, რომელსაც ეყო სითავხედე, რომ ნიკა გვარამიასთან გადაიღოს სელფი, მე ბევრი პრეტენზია მქონდა ქალბატონ თამთასთან, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც გონება დავკარგე მან და გულიკო ქილიფთარმა მოახდინეს ჩემი რეანიმაცია იმისათვის, რომ არ მოვმკვდარიყავი, ამისათვის ისჯება და იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან.

თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა