logo
ENG


იოზვიაკი: საქართველო არ იკვეთება უკრაინასთან მიმართებით, კარგი იქნება, გააქტიურდეს
  • 795ნახვები

ერთი რამ, რასაც მე ვხედავ არის ის, რომ საქართველო აშკარად არ იკვეთება უკრაინასთან მიმართებით. სხვათა შორის, საქართველოსაც ემუქრება რაღაც ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება, არა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ის, რაც რუსეთს უნდა უკრაინასთან, ნატოსთან, ევროპულ სტრუქტურასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ასე, რომ ვერ ვხედავ, რომ საქართველო ისეთი აქტიურია, როგორიც უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, ისინი ჩამოვიდნენ ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრი მინისტერიალს დაესწრო, მაგრამ ცოტა პასიურად მეჩვენება ეს ყველაფერი გარედან. კარგი იქნებოდა, რომ საქართველო უფრო გააქტიურდეს ამ მიმართულებით.

ჩემთვის მთავარი იქნება ის, წარმოდგენილი იქნება არა საქართველო ნატო-ს სამიტებზე მადრიდში, ივნისის ბოლოს. საქართველო ყველა შეკრებას უნდა დაესწროს იმისათვის, რომ მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ მას ისევ გააჩნია ევროატლანტიკური მისწრაფებები.

ფორმულას ეთერში რადიო "თავისუფლების" მიმომხილველმა რიკარდ იოზვიაკმა შეაფასა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.  [მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]



ასევე ნახეთ
close დახურვა