საქართველო, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ჩვენ, საქართველო, გვერდში ვუდგავართ მოძმე უკრაინას, როგორც უკრაინა დაგვიდგა გვერდით. მჯერა, რომ უკრაინაც და საქართველოც მალე გამთლიანდება, ვუსურვებ მათ მშვიდობას.
თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება.