logo
ENG


გაბუნია: ომიკრონის ტალღის პიკი გადავლილია, მივდივართ დაღმასვლისკენ
  • 753ნახვები

​დღეს გამოვლინდა კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ ომიკრონის ტალღის პიკი გადავლილია, მივდივართ დაღმასვლისკენ.

კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 8 ათასზე მეტი საწოლი, აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა. 5 164 პაციენტი მკურნალობს დღევანდელი მდგომარეობით. 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 289 - რეანიმაციულ განყოფილებაში. თავისუფალია საწოლების 36%-მდე. 

იკლებს დადებითობის მაჩვენებელიც. შემდგომი სტაბილურობის მაჩვენებელი ნამდვილად გვაქვს. 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა