logo
ENG


დავითულიანი: გვმართებს ფრთხილი მოქმედება, არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები
  • 376ნახვები

გუშინდელის მერე სიტუაცია არის არსებითად დამძიმებული და შეცვლილი, შეიძლება ითქვას. ის სიტუაცია, როგორიც იყო მაგალითად გუშინ, ვეღარ იქნება ჩვენს რეგიონში და მთლიანად ევროპაში.

ჩვენ გვმართებს ძალიან ფრთხილი მოქმედება, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს როგორც მინიმუმ, მთლიან რეგიონში გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, სხვა შემთხვევაში გაზრდილია უსაფრთხოების რეგიონები არსებითაც.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ალიან პრაგმატულად, ფრთხილად, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ჩვენი რიტორიკა და ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები შეთანხმებულია ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. პოზიცია, რა თქმა უნდა, არის მკაფიო, რომ საქართველო გმობს მეგობარ უკრაინაში შეჭრას რუსეთის და ეს პოზიცია გამოხატა როგორც პრემიერმინისტრმა, ისე პარლამენტის თავმჯდომარემ და ამ პოზიციას გამოხატავს ყველა, ვისაც ეხება მედიასთან შეხება.

ამბობს ქართული ოცნების წევრი ბექა დავითულიანი. 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა