logo
ENG


ეპისკოპოსი საბა: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს
  • 507ნახვები

მინდა, გამოვეხმაურო და საჯაროდ დავგმო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში! მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ვგმობ უკრაინაში წამოწყებულ ომს, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის მხოლოდ და მხოლოდ ტკივილის და ცრემლის მომტანია!

ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია 21-ე საუკუნეში ცივილეზებულ სამყაროს უწევდეს იმ გამოწვევასთან გამკლავება და თანამედრივე რესურსის ხარჯვა, რაც ომს და მის შემდგომ კრიზისს ახლავს!

მე და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ღვთივდაცული ეპარქია, სამღვდელო და სამონაზვნო დასი აღვავლენთ ლოცვებს მრავალმოწყალე ღმერთის მიმართ, რათა შეწყდეს ომი და დამყარდეს მსოფლიოში მშვიდობა! ამინ.

წერს Facebook-ზე ეპისკოპოსი საბა ინწკირველი.



ასევე ნახეთ
close დახურვა