დასავლეთმა ვერ გამოიტანა დასკვნები 2008 წლიდან, სწორედ ამიტომ აქვს ახლა ადგილი ომს უკრაინაში. ჩვენ რომ საკმარისად ძლიერნი ვყოფილიყავით, როდესაც პუტინი საქართველოში შემოვიდა, ამ სიტუაციაში დღეს არ აღმოვჩნდებოდით. რატომ იქცეოდნენ დასავლელი ლიდერები ასე? იმიტომ, რომ მათ სჭირდებოდათ კომფორტული ცხოვრება. არ უნდოდათ პრობლემა. მათ ყველა მიზეზი გამოიყენეს იმისათვის, რომ პუტინთან კონფრონტაციაში არ შესულიყვნენ, რეალურად კი პუტინს უნდა, რომ პრობლემა ჰქონდეს მათთან. უნდა დაპირისპირება ჩვენთან და ზუსტად ეს ხდება ახლა. ახლა ვეღარ გაექცევი სიმართლეს.
აცხადებს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი ფორმულას ეთერში.
[მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]