logo
ENG


სამადაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ელოდება კიევის დაცემას
  • 689ნახვები

ირაკლი ღარიბაშვილი ელოდება კიევის დაცემას იმიტომ, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ იკავებს იმ პოზიციას, რასაც იკავებს და ამბობს იმას, რასაც ამბობს. ამ ბრძოლაში რუსეთს და თავისუფალ სამყაროს შორის დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დგას რუსეთის მხარეს.

ამბობს ლელოს წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ფორმულას ეთერში. დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ აპირებს შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არ გეგმავს უკრაინაში ჩასვლას. ამასთან, ოცნებამ უკრაინაზე ოპოზიციის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა ჩაშალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა