კიევი აგრძელებს თავის დაცვას. ქალაქში რუსული ჯარი არ არის, მაგრამ ბევრი დივერსიული ჯგუფია, რომლებიც აქ კვლავ მოქმედებენ. კიევში ღამის საათებში იყო შეტაკებები და ბრძოლები ქუჩებში, სამართალდამცველებმა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანეიტრალეს დივერსანტების დიდი ჯგუფები.
კიევში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქალაქის საკვანძო ინფრასტრუქტურა ნორმალურ რეჟიმში მუშაობს. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. მეტროსადგურები ფუნქციონირებს როგორც თავშესაფარი.
ამბობს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.