logo
ENG


ზელენსკი: ნებისმიერ მოლაპარაკებებს აქვს აზრი, ნებისმიერი სიტყვა გასროლაზე მნიშვნელოვანია
  • 808ნახვები

არსებობს რიგი საკითხები. ჩვენ მზად ვართ ამ თემებზე ვისაუბროთ. რუსულ მხარეს დიდი ხანია ჩამოყალიბებული აქვს პასუხები თავისსავე კითხვებზე. რა აზრი აქვს კითხვების დასმას, თუ შენ უკვე გაქვს პასუხები. ამაშია ჩვენი [რუსეთ-უკრაინის] დიალოგის სირთულე. ჯერჯერობით. არის საკითხები, როცა საჭიროა კომპრომისების მონახვა, იმისათვის რომ ხალხი არ დაიხოცოს. მაგრამ არის საკითხები, სადაც კომპრომისი უბრალოდ არ არსებობს. რადგან არ შეიძლება ახლა უბრალოდ ადგე და წახვიდე, თქვა, რომ ხო ეს თქვენი ქვეყანაა - უკრაინა რუსეთის ნაწილია, ეს ხომ წარმოუდგენელია. რატომ გვთავაზობენ ამას.

არის პუნქტები, რომლებსაც მე არ ვუყურებ როგორც კონსტანტას. მიმაჩნია, რომ ეს პუნქტები სამართლიანია, რადგან ის მხარე მზად არის ამ პუნქტების გამო გაგვანადგუროს. ესე იგი ეს პუნქტები სამართლიანია ჩვენი დიალოგისთვის. რადგან მე მინდა ომის შეჩერება. საუბარია ჩვენს სურვილებსა და ბალანსზე. ყველაფერი ცხოვრებაში დამოკიდებულია სურვილებისგან. ეს არის მთავარი მოტივატორი. ნებისმიერ მოლაპარაკებებს აქვს აზრი. ნებისმიერი სიტყვა გასროლაზე მნიშვნელოვანია. თუ შეგიძლია ჯერ თქვა და მერე გაისროლო - ასეც მოიქეცი. ამ პრინციპით ვცხოვრობ. 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა