logo
ENG


სააკაშვილი ზურაბიშვილს: ვოლოდიმირ ზელენსკის მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება
  • 1299ნახვები

პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის ეს თავგანწირული ბრძოლა საქართველოსთვის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც არის, ჩვენი შვილების სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლა. უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს გამარჯვება. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის და მისი გუნდის სიმამაცის, პრინციპულობასა და გაუტეხლობაზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავალიც - ვიქნებით ძლიერი, უსაფრთხო, თავისუფალი სახელმწიფო, თუ რუსეთის მორჩილებაში არსებული ჩამორჩენილი ტერიტორია.

საყოველთაო აღიარებით, დღეს, პრეზიდენტ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერია, თავისუფლებისა და ბრძოლის სიმბოლო, სიმამაცის და რწმენის მაგალითი. საქართველოს მოქალაქეები კი ერთსულოვნად თანხმდებიან, მისი დამსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე არის შეუფასებელი. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მას და გმირ უკრაინელ ხალხს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა, გვერდზე დგომა და აქტიური მოქმედებები უნდა შევთავაზოთ.

სწორედ ამიტომ, მივმართავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების სახელით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა