ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად დაასუსტებს ოკუპანტის ეკონომიკას. აიძულებს მას, გადაიხადოს აგრესიისთვის, პასუხი აგოს ბოროტებაზე, რომელიც ჩაიდინა. აშშ რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის იმპორტს აჩერებს. აშშ-ის მოქალაქეებს უკრძალავს ნებისმიერი ტიპის ინვესტიციას რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში. მე მადლობელი ვარ პირადად პრეზიდენტ ბაიდენის ამ გადაწყვეტილებისთვის, მისი ლიდერობისთვის, ამ მაქსიმალურად დიდი სიგნალისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოს გაუგზავნა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას სხვა რთული დროები გავიხსენე. სხვები, მაგრამ მსგავსი. 1940 წელი, როცა ტირანიის საფრთხე იდგა, როცა ტირანიას [უკრაინა] ეგონა პატარა კუნძული და დარწმუნებული იყო, რომ ეს კუნძული ვერ გაუძლებდა სასტიკ დარტყმებს, დაბომვას და ბლოკადას. და გამოვიდა, რომ ამ კუნძულმა იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე ტირანიამ, რადგან გქონდა სიბრძნე, გამძლეობა, ძალა და ჰყავდა მეგობრები, სჯეროდა თავისი მომავლის, თავისი თავისუფლების, ისევე, როგორც ახლა ჩვენ გვჯერა და ვიბრძვით და გავიმარჯვებთ.
ველოდებით მკაცრ გადაწყვეტილებებს ევროკავშირისგან, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ იმ ომის გამო, რომლის ავტორებიც ყველაფერს სასტიკად ინანებენ. ეს აუცილებლად მოხდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რუსეთის ხელისუფლებამ გააცნობიეროს: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, კანადა, ავსტრალია, იაპონია და სხვა თავისუფალი ქვეყნები ამას დააკვირდებიან.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში.