logo
ENG


წულუკიანი: თბილისიდან კიევში ელჩის გაწვევა შეცდომა იყო, მშვიდობა რომ დადგება, მიხვდებიან
  • 666ნახვები

მე რომ არ ვიყო იმ პოზიციაზე სადაც დღეს ვარ, ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი, გნებავთ საპასუხოც. რადგან მე არ ვარ თავისუფალი ჩემს განცხადებებში, არა იმიტომ, რომ ვინმე მიკრძალავს, არამედ, მე არ ვაძლევ თავს ამის უფლებას. ჩვენ, ყველას, პრემიერმინისტრს, კაბინეტს გვესმის, რომ ჩვენი ნებისმიერი განცხადება შეიძლება, იყოს ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის პარტნიორობის დამაზიანებელი.

მიუხედავად ამისა, მაინც ვიტყვი, რომ ელჩის გაწვევა თბილისიდან კიევში იყო შეცდომა. მშვიდობა აუცილებლად დადგება უკრაინაში და მე ღმერთს შევთხოვ, ეს დადგეს რაც შეიძლება მალე. მშვიდობა რომ დადგება, უკრაინელ ხალხს მიეცემა საშუალება, ყველაფერი გაანალიზოს. ეს ვერ მოხდება მაშინვე. ომის შემდეგ ცივ გონებას რომ დაუბრუნდე, დრო უნდა. ისინი მიხვდებიან, რომ ეს იყო არამეგობრული ჟესტი საქართველოსადმი.

 

 

თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა