logo
ENG


ზელენსკი: მოოკლულია 13 000 ოკუპანტი - უკრაინა არ დანებდება, ჩვენ გავიმარჯვებთ
  • 350ნახვები

მე-18 დღეა ფართომასშტაბიანი აგრესიისა და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის. მოკლულია 13 ათასი ოკუპანტი. რუსეთის ჯარმა დაკარგა ათასობით სამხედრო ტექნიკა, განადგურებულია 74 თვითმფრინავი, 86 ვერტმფრენი. ვიცით, რომ მათ კიდევ აქვთ ტექნიკა, თუმცა ჩვენც არ ვაპირებთ დანებებას. უკრაინა არ დანებდება. ჩვენი ჯარი არ დანებდება. არც ხალხი აპირებს დანებებას. მთელი უკრაინა გმირულად იბრძვის. ამ დროისთვის ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით უკვე 125 ათასი ადამიანი გავიყვანეთ ცხელი წერტილიდან. დღეს მთავარი ადგილი მარიუპოლია, ჩვენი ჰუმანიტარული კოლონა მარიუპოლთან ახლოს არის. სულ რაღაც 80 კილომეტრში. ყველა უკრაინელს, 40-ვე მილიონს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს 100%-ით ასეც იქნება. დიდება უკრაინას.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა