logo
ENG


მეუფე სპირიდონი: უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი გაერთიანდება, შედგება დიდი წმინდა რუსეთი
  • 2802ნახვები

არის დიდი წინასწარმეტყველებები, ძალიან დიდი მამების მიერ საუკუნეების წინ, რომ ეს მოხდებოდა ასე და შემდეგ გაერთიანდება, შედგება ერთი დიდი წმინდა რუსეთი, სამწმინდოს ეძახიან. ეს არის უკრაინა, ბელარუსი და დღევანდელი რუსეთი. ეს გაერთიანდება და ერთი მეფე ეყოლებათ. საქართველოში აღდგება მერე მეფობა. იქ იქნება რომანოვი მეფე და აქ ბაგრატიონი აღდგება, ძალიან მეგობრულად იქნებიან ერთმანეთთან. ამას მამა გაბრიელი წინასწარმეტყველებდა, ძალიან დიდი რუსი წმინდანებიც.

ვილოცოთ, რომ ასე მოხდეს! ვის უნდა ახლა ომი?! ადამიანს, რომელსაც ომი უნდა და უნდა, რომ მართლმადიდებლები ერთმანეთს ხოცავდნენ, ეს მარტო ბოროტ ძალას უნდა. ვილოცოთ, რომ შერიგდნენ ისინი და მშვიდობა იყოს. რაც შეეხება ქართველებს, ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ამ საკითხში. არ უნდა დავიჭიროთ რომელიმეს მხარე, ეს არის ჩემი პირადი აზრი. იმიტომ, რომ ისინი ძმები არიან და ახლა ერთმანეთს ეჩხუბებიან. უნდა შევევედროთ უფალს, რომ იყოს მშვიდობა და ეს ორი ერი, რომელიც არის ერთი ერი ფაქტობრივად, ერთი ეთნოსია, შერიგდნენ და ერთად იყვნენ. ერთი ერია ის, ერთი ნაციაა... ძმათა მკვლელი ომი მიმდინარეობს, ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ - ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ, უნდა ვილოცოთ....

განაცხადა მეუფე სპირიდონმა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა