logo
ENG


უგულავა: პრეზიდენტი სცოდავს, როცა სააკაშვილი ციხეშია და არაფერს აკეთებს
გიგი უგულავა
14 მარ, 2022 16:36
უგულავა: პრეზიდენტი სცოდავს, როცა სააკაშვილი ციხეშია და არაფერს აკეთებს
  • 1106ნახვები

კარგი იქნებოდა "ოდნავ ზევით" მყოფი პრეზიდენტის ნაცვლად, გვეხილა თვითკრიტიკული ლიდერი, რომელიც ელემეტარულს ანსხვავებს - ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის ტოლობის ნიშანს არავინ არასდროს სვამს:

პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცოდავს, როცა საერთაშორისო პრესაში იმეორებს, რომ უკრაინაში ინტერვენციის დროს პუტინს არგუმენტები არ აქვს და 2008-ში ჰქონდა;

პრეზიდენტი სცოდავს, როცა როყიო სიტყვებს ისვრის ერთობაზე და 600 000 მოქალაქის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი, ციხეშია და არაფერს აკეთებს;

პრეზიდენტი სცოდავს, როცა რუსული ანდაზის "Не выносят сор из избы" მიხედვით მოგვიწოდებს ვაშინგტონში და ბრუსელში არ ვილაპარაკოთ კოლაბორაციონისტ მთავრობაზე;

პრეზიდენტი სცოდავს, როცა ბოდიშს არ იხდის თავის ძველ განცხადებებზე, რომელიც პუტინს მოყავდა არგუმენტებად თავის პრესკომფერენციებზე და რუსული მხარე დღემდე ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

წერს Facebook-ზე პოლიტიკოსი გიგი უგულავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილმა დღეს, 14 მარტს თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალების თემას ხელახლა არ განიხილავს.



ასევე ნახეთ
close დახურვა