logo
ENG


ბარანოვსკი საქართველოს მთავრობაზე: მსურს, ვიხილო ნათელი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
  • 991ნახვები

 ჩვენ ვიხილეთ ის საპროტესტო აქციები, რომლებიც გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს შესანიშნავია ნამდვილად, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რადგანაც ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და ჩვენ ვაანალიზებთ, რომ უკრაინელები იბრძვიან არამხოლოდ თავისი, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც.

ჩვენ ასევე შევნიშნეთ გაუგებარი მესიჯები, რაც წამოვიდა საქართველოს მთავრობისგან. გაუგებარში ვგულისხმობ, რომ მათ ვერ შეაფასეს სწორად დასავლური სამყაროს პოზიცია. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთი ნამდვილად არის აგრესორი და მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რაოდენ მყარად შეიძლება საქართველო იდგეს ამ პოზიციაზე, სანქციების დაწესებას ვგულისხმობ. მე მსურს, რომ ვიხილო ნათელი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

განაცხადა გერმანიის მარშალის ფონდის ვარშავის ოფისის დირექტორმა მიხალ ბარანოვსკიმ ფორმულას ეთერში. [მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]

 



ასევე ნახეთ
close დახურვა