logo
ENG


კალაძე: სახლის წინ რომ ადამიანმა თოვლი გაწმინდოს, მგონი, ეს არ წარმოადგენს პრობლემას
კახა კალაძე
23 მარ, 2022 12:12
კალაძე: სახლის წინ რომ ადამიანმა თოვლი გაწმინდოს, მგონი, ეს არ წარმოადგენს პრობლემას
  • 684ნახვები

სამუშაოების შეფერხებას იწვევს გადაუღებელი თოვა, იწმინდება ქუჩა, მაგრამ სანამ მანქანა ჩაივლის და ამოივლის, უკვე დათოვლილია ქუჩები. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვჩერდებით და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, რომ პირველ რიგში, ცენტრალური ქუჩები იყოს სუფთა და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება. ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა, იყო შეფერხებები, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებოდა მოსახლეობას და ეს არის მნიშვნელოვანი. მადლობა თბილსერვისის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს. 

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი ქუჩა და ჩიხი არ დავტოვოთ და ყველა იყოს მოწესრიგებული. თუ იქნება მხარდაჭერა და დახმარება, მადლობელი ვიქნებით, მეგობრებო. საკუთარი სახლის წინ ადამიანმა რომ გაწმინდოს თვითონ, მემგონი ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ეს ჩვენთვის დიდი დახმარება იქნება.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.



ასევე ნახეთ
close დახურვა