logo
ENG


საელჩო: ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე
  • 558ნახვები

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად აქტიურად უჩვენებენ თავის გმირობას და სიმამაცეს მოხალისეები საქართველოდან, რომელთა აქტივობა ძლიერია მოწინააღმდეგისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები. თითოეული გმირის სიცოცხლე არის შეუფასებელი.

დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე. იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა. მათ შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც მათ გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე. მარადიული ხსოვნა. ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში.

 

განაცხადა საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე. უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა დაიღუპა.



ასევე ნახეთ
close დახურვა