logo
ENG


საელჩო: უკრაინელები მადლობას ვუხდით ქართველებს მხარდაჭერისთვის, არასდროს დავივიწყებთ
  • 410ნახვები

ომი ყოველთვის ტკივილია, მაგრამ უკრაინელები არასდროს არავის ესხმოდნენ თავს, ჩვენ მხოლოდ ვიცავთ საკუთარ თავებს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქალებს და ბავშვებს დამპყრობლისგან, რომლებმაც მოისურვეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ღირებულებების და ჩვენი მიწის დაპყრობა. ძალიან სასტიკად მტკივნეულია, როცა ვიღებთ ცნობებს დაღუპულთა შესახებ, ეს არ იყო უკრაინელი ხალხის არჩევანი. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ დავუპირისპირდით.

ჩვენ, უკრაინელები გულწრფელ მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს, სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სფეროებში მხარდაჭერისათვის. ეს ისაა, რაც სულ გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს.

განაცხადა საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა