logo
ENG


სტოლტენბერგი: გავაგრძელებთ რუსეთისთვის ფასის დაკისრებას ამ სასტიკი ომის დასასრულებად
  • 597ნახვები

ჩვენ შევიკრიბეთ კრიტიკულ დროს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ერთიანები ვართ კრემლის არაპროვოცირებული აგრესიის დაგმობასა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის ფასის დაკისრებას ამ სასტიკი ომის დასასრულებად.

პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების უდიდეს სიმამაცეს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და მათი უფლებებისთვის. ასევე, ვაღიარებთ იმ ადამიანებს რუსეთში, რომლებიც ომის წინააღმდეგ ხმამაღლა ლაპარაკობენ, ჩვენ გვესმის მათი ხმა.

დღეს ჩვენ განვიხილავთ უკრაინის მხარდაჭერას, ასევე, ნატოს ძალისხმევას თავდაცვის გასაძლიერებლად. ეს აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოების ახალ რეალობაზე რეაგირებისთვის.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის სამიტზე სიტყვით გამოვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა