logo
ENG


ჯაფარიძე: ყველაფერი ძვირდება, რადგან ძალაუფლების მოყვარული თავხედები ხელისუფლებაში არიან
  • 775ნახვები

[...] საწვავის ფასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, და კი, მათ შორის გარეგანი ფაქტორებიც, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს შიგნით რა ხდება, ეს ხელისუფლება რას აკეთებს, რატომ აკეთებს და რა გავლენა აქვს ამ ქმედებებს საწვავის ფასზე. [...]

საწვავის ფასში შედის აქციზის გადასახადი. ეს გადასახადი 2017 წელს გააორმაგა ოცნებამ, 1 ლიტრზე სადღაც 40 თეთრი გამოდის დაახლოებით ანუ, დღეს რომ იჯდა მთავრობის სხდომაზე და თავდაჯერებული ხსნიდა როგორ არ არის მათი ბრალი რომ საწვავზე ფასი გაიზარდა, აი მაგისმა მთავრობამ გაზარდა ფასი.

კონკრეტული გადასახადის გაზრდით ჯამში ნახევარ მილიარდზე მეტი შესდით ბიუჯეტში საწვავზე აქციზიდან და რატომ არ აკლებენ ამ ფულს რომ დაწიონ საწვავზე ფასი? ხომ ხედავენ რომ ამხელა სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა?

იმიტომ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ ფული ეს ფული უნდა მისცენ ვითომ საჯარო მოხელეებს, რომ მათ ოჯახის ხმები მოუტანონ არჩევნებზე;

ეს ფული უნდა მისცენ სსიპ-ააიპ-ების უსაქმურ თანამშრომლებს რომ მათაც ხმები მოზიდონ;

ეს ფული უნდა მისცენ კულტურის და სპორტის ‘მოღვაწეებს’ რომ მათ მოგიწოდონ 41 ნომრის მხარდაჭერისკენ ეს ფული უნდა მისცენ ტროლ-ბოტებს, რომ ამ სტატუსზე შემოვარდენ და წერონ ‘ჩახდილები’

ეს ფული უნდა მისცენ საკუთარ მედიას, სხვადასხვა არხებით, რომ მათ გაბოლონ 24/7-ზე ეს ფული უნდა მისცენ სუსს, რომ უსმინონ და გააშაონ ყველა ვინც კი შეიძლება საფრთხე გახდეს მათი ძალაუფლებისთვის'

ეს ფული უნდა მისცენ პოლიციას, რომ რამდენი აქციაც არ უნდა გამართოთ და რაც არ უნდა გააპროტესტოთ, დაუფიქრებლად გადაგიგრიხონ ხელები, ჩაგტენონ მანქანაში და, თუ საჭირო გახდა, ყალბი ჩვენებებიც მისცენ სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ;

ეს ფული უნდა მისცენ საპატრიარქოს, რომ ყველა ეკლესიაში გიქადაგონ ოცნების და რუსეთის სიქველეებსა და ოპოზიციის ბოროტებაზე;

ეს ფული უნდა ჩაასხან კრიმინალურ სამყაროში, სხვადასხვა გზებით, რომ მათ აგროვონ ე.წ. ‘ქუჩის ხმები’ არჩევნებისთვის ეს ფული უნდა მისცენ, საქართველს რკინიგზას, საქართველოს ფოსტას, საქართველოს იმას, საქართველოს ამას, ასობით სახელმწიფო კომპანიას რომელიც ასობით მილიონიან ზარალზე გადის ყოველ წელს, რომ იქ შეინახონ საკუთარი უსაქმური მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, ახლობლები, რომლებიც ასევე საარჩევნო ხმების წყაროა არჩევნებისთვის და ა.შ. და ა.შ.

კი, ესაა ასახსნელი. საწვავი იმიტომ ძვირდება, ყველაფერი იმიტომ ძვირდება, ფული იმიტომ აღარ გვყოფნის არაფერზე, დედა იმიტომ არ ჰყავს ქვეყანას რომ ხელისუფლება უკანონოდ აქვთ ჩაგდებული ხელში უსინიდისო, ფულის და ძალაუფლების მოყვარულ თავხედებს, რომლებსაც სჭირდებათ სულ უფრო მეტი და მეტი ფული ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ამიტომ ძვირდება საწვავი, ამიტომ. პანდემია არა $ლე და სანამ ამ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ დაინახავთ და იძახებთ, ‘ვაიმე, შენი ჭირიმე, მე პოლიტიკაში არ ვერევი’ მანამდე ღარიბაშვილი სულ დელტამიკრონს გირტყამთ სახეში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა