logo
ENG


კობახიძე: კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, რომ ენმ იდგა საწვავის გაძვირებაზე აქციების უკან
  • 847ნახვები

ეს არის არა შეფასება, არამედ, ფაქტის კონსტანტაცია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, როგორ იყო ორგანიზაბული. ეს აქციები სისტემურად იყო ორგანიზებული არამარტო თბილისში, სხვა ქალაქებშიც. კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა იდგა ამ აქციების უკან. 

საწვავის ფასები და ზოგადად ინფლაცია მტკივნეულია ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს არის პრობლემა და გამოწვევა, რაზეც მუშაობს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის საერთო პრობლემა, გამომდინარე იქედან რომ ნავთობზე გაზრდილია ფასები და ზოგადად, ენერგოპროდუქტებზე. ყველა ქვეყანას უდგას ეს პრობლემა. ეს არის გლობალური ტრენდის შედეგი.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა