logo
ENG


მიტროპოლიტი იოანე: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა
  • 721ნახვები

"როცა ორი ძმა, ან ორი მეზობელი ერთმანეთში ჩხუბობენ, გარშემოები აშველებენ ხოლმე, შუაში დგებიან და ცდილობენ დაამშვიდონ, დააწყნარონ, როგორ მოვაგვაროთ, გამოსავალი ვიპოვოთ...აქ ვხედავთ [რუსეთ-უკრაინის ომი] ცალმხრივ წაქეზებას ერთი მხარის - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული, კარგია, რომ ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება უკრაინაში და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაჭირვებაში მყოფ ხალხს ეხმარება, მაგრამ იარაღის მიწოდება ამ დროს, ეს არის ნავთის დასხმა ცეცხლზე.

გასაგებია, რომ თუ იმას მეტი აქვს, ამასაც [ჰქონდეს] რა, მაგრამ მეტი სისხლი დაიღვრება, მეტი ბოროტება მოხდება, იმის მაგივრად, რომ შევთავაზოთ ოთხმხრივი, ათმხრივი  ტრიბუნა, აი, გაეროს ტრიბუნა,  მთელი მსოფლიოს ქვეყნები მონაწილეობენ, დასვით საკითხი, აი, ერთი მხარე, მეორე მხარე, რა გაქვთ სადაო, იქნებ შესაძლებელია ამის მოგვარება, მაგრამ ვხედავთ, რომ არა, მოლაპარაკებები არ ხდება. არც მანამდე, მინსკის ხელშეკრულება იყო და ირღვეოდა, ვინც გარანტი იყო ხელშეკრულების შესრულების, განზე გადგნენ."

 

 

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ტელეკომპანია "რიონის" ეთერში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა