logo
ENG


სააკაშვილი კონტრაბანდაზე: არ მინდა დაჯერება, მაგრამ ალბათ, დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია
  • 693ნახვები

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით სამხედრო ნაწილებს აწოდებენ რუსეთის არმიას. მე არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა, როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს, თვითონ, როგორც წესი, არ ამბობს. 

გია ლორთქიფანიძეს დააბრალეს და ის საერთოდ სხვა უწყებაში მუშაობს. თუ ეს მართალია და ღმერთმა არ ქნას, ეს მართალი იყოს, ვიმეორებ, ალბათ, დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია, ამ ტანკების თითოეულ დეტალზე არის დათო გობეჯიშვილის, ბახვა ჩიქობავას, დათო რატიანისა და უამრავი სხვა უკრაინელი, თუ ქართველი მებრძოლის სისხლი.

 

განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა