logo
ENG


სტოლტენბერგი: უმჯობესია, საქართველოს დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან
  • 511ნახვები

მჯერა, რომ გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ვისწავლოთ უკრაინაში რუსეთის შეჭრისგან, ისაა, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, მხარი დაუჭიროს NATO-ს ახლო და ღირებულ პარტნიორებს, მაგალითად, საქართველოს.

ჯობია, მათ დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან. შესაბამისად, ერთ-ერთი საკითხი, რაც საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება დღეს და ხვალ, იქნება ის, თუ რა ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია სხვა პარტნიორების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა, საქართველო მათ შორისაა. 

რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს და ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მისი დახმარება ყველა მიმართულებით, კიბერუსაფრთხოებიდან უსაფრთხო კომუნიკაციებამდე, და სხვა მიმართულებებით, რათა გავაძლიეროთ საქართველო რუსეთის ზეწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევის კუთხით. 

NATO-ს კარი ღია რჩება. მისი გაფართოება მრავალი ათწლეულილს განმავლობაში დიდი წარმატებაა, რომელიც ეხმარება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სტაბილურობის გავრცელებას ევროპაში და წევრობის საკითხი ერთი მხრივ, მხოლოდ აპლიკანტ ქვეყანაზე, ხოლო მეორე მხრივ, ალიანსის წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული. რუსეთს და სხვა არც ერთ ქვეყანას ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება არ აქვს. 

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა