მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო.
მინდა ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს, რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანას. რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობაა ამაში ჩართული. ეს ხომ სრული აბსურდია. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის მკაფიო, ცალსახა პოზიცია.
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.