logo
ENG


ზურაბიშვილი: ვიცით, გვჯერა - უკრაინის უმძიმესი მსხვერპლი მისი გამარჯვების საწინდარი იქნება
  • 743ნახვები

დღეს კი, როცა ისტორია უკრაინაში კიდევ ერთხელ თავის უსასტიკეს სახეს გვიჩვენებს, როცა რუსის ტანკები,  დამოუკიდებელ ქვეყანას თავს ესხმის და როცა ოცდამეერთე საუკუნეში წარმოუდგენელი ბარბაროსული სცენები იხატება, ჩვენი ქვეყნის განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის და მხნეობის მომცემია. ამიტომ, ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება. ვიცით და გვჯერა, რომ ბუჩასა და კრამატორსკის ტრაგედიები, როგორც ჩვენი 9 აპრილის ტრაგიკული ღამე, გახდება სულიერი გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების საწინდარი.

ასეთი შავი დღეები საზრდოა ეროვნული სულის სიმტკიცისა და გამძლეობისა. დღეს ამას რომ ვამბობთ, ამ დიდი მარხვის დღეებში, ვიცით და გვჯერა, როგორც ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, ისე ტანჯვას მოჰყვება გამარჯვება!

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა