logo
ENG


"ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბოროტების იმპერიას" - გონჩარენკომ ქართველებს მიმართა
  • 551ნახვები

ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ქართველო ძმებო. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა.

33 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, მაგრამ თქვენ, ქართველები, იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენდა რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას.

ამ დღეს რუსებმა ქართველები დახოცეს ჯოხებით, ნიჩბებით, გაზით. გავიდა 33 წელი და საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილიც ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღეს კი რუსი ჯარისკაცები კლავენ ათასობით უკრაინელს ბომბებით, ტანკებით, არტილერიით, რაკეტებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ იმიტომ, რომ მთელი თავისუფალი სამყარო ერთიანია უკრაინის გარშემო.

ჩვენთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან ქართველი, ლიეტუველი, პოლონელი, ბელარუსი, ამერიკელი და ბრიტანელი მოხალისეები და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ და დავამარცხებთ ბოროტების იმპერიას. ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის.

Слава Україні, საქართველოს გაუმარჯოს.

 

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ დღეს 9 აპრილისადმი მიძღვნილ აქციაზე პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა