logo
ENG


ჰარცელი: ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, დაე მუშაობა დაიწყოს
კარლ ჰარცელი
11 აპრ, 2022 21:48
ჰარცელი: ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, დაე მუშაობა დაიწყოს
  • 773ნახვები

კომისიას დღევანდელი დღიდან 4 კვირა აქვს იმისთვის, რომ ამ კითხვარზე პასუხები მიიღოს... უნდა აღინიშნოს ევროკავშირი არასოდეს ყოფილა გაწევრიანების ასეთ სწრაფ გზაზე. ეს არის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე აპლიკანტი ქვეყნისთვის. ჩვენ ახლა ვართ მომსწრე პროცესის სწრაფი დაწყების, რომელიც არ შეიძლება ბოლოში უფრო დააჩქარონ. ამ კონტექსტში ხაზი გავუსვა ისტორიულ მომენტს, რაც ამ განაცხადის პროცესს აქვს - ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, მაგრამ მას ბევრი გამოწვევა ახლავს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენება და გამოწვევების დაძლევა. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისათვის, რათა გააკეთონ ყველაფერი, რომ ამ მიზანთან მიმართებაში ერთობა იყოს, გააკეთონ ყველაფერი რაც საჭიროა, რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით და საქართველოს როლის გააქტიურებისთვის, მისი მზადყოფნისთვის მსოფლიოსა და ევროპაში... ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ევროკავშირი ადგილზეა და მზად არის მხარდაჭერისთვის. დაე, დიდი მუშაობა დავიწყოთ.

განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა