logo
ENG


სამადაშვილი: თუ ქართველები უკრაინამ ისე გააერთიანა, რომ ქოცებიც ჩადიან, ხალხის დამსახურებაა
  • 703ნახვები

ომის პირობებში უკრაინაში ვერანაირი დელეგაცია მოწვევის გარეშე ვერ ჩავა. უკრაინა იწვევს საპარლამენტო დელეგაციას. ოპოზიციამ რა უთხრას, ცალკე მოგვიწვიონ? რატომ? იმიტომ, რომ ქოცები არ არიან დღეს ქართველი ხალხის პოზიციის გამომხატველი?

ხალხის ნაწილის პოზიციის გამომხატველი ჯერ კიდევ არის ოცნება. მალე შეიცვლება ეს რეალობაც. პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები ერთად, სწორედ ხალხის პოზიციას ასახავენ.

თუ დანაწევრებული ქართველი ხალხი უკრაინის ტრაგედიამ ისე გააერთიანა, რომ ქოცებსაც უწევთ უკრაინაში ჩასვლა, საკუთარი ელექტორატის და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, ეს ქართველ ხალხის დამსახურებაა, ქოციან, ნაციან, შუაშისტიანად. და ძალიანაც კარგი.

P.S. უკრაინელებზე უფრო დიდი უკრაინელობის მტკიცება, კარგად არ გამოიყურება, ჩემი აზრით.

წერს ლელოს ერთერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი. საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. დელეგაციაში შედიან როგორ ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციის დეპუტატები. 

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ის ბუჩაში ქართულ ოცნებასთან ერთად არ წავიდოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა