დღეს რწმენა და იმედი გახდა ჩვენი საყრდენი ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ქრისტეს აღდგომა - ადამიანების გულებში არის იმის დასტური, რომ სიცოცხლე სიკვდილს გაიმარჯვებს, სიკეთე ბოროტებს სძლევს, სიმართლე კი სიცრუეს. ვულოცავ უკრაინის ქრისტიანებს, რომლებიც აღდგომას დღეს აღნიშნავენ. ყველას ვუსურვებ ღვთის წყალობასა და მშვიდ ცხოვრებას უკრაინის ცის ქვეშ, რომელსაც ჩვენი მამაცი და გმირი მეომრები იცავენ. ვლოცულობთ ჩვენი სამხედროებისთვის. ღმერთმა ყველა დაიფაროს. გვჯერა გამარჯვების!
წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე.