logo
ENG


თალაკვაძე: უკრაინის მხრიდან მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან სანქციების ნაწილი საქართველოცაა
  • 632ნახვები

არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის მხრიდან არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა ძირითადი საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახლავთ საქართველოც.

რაც შეეხება ორმხრივ დამატებით შეზღუდვებს თუ სანქციებს, ამაზე ჩვენი არგუმენტები გავაცანით, რაც აბსოლუტურად გასაგები იყო რადას სპიკერისთვის და დარწმუნებული ვარ, სხვა კოლეგებისთვისაც, ვინც ესწრებოდა შეხვედრას.

განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, ქართული ოცნების წევრმა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

16 აპრილს რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა თქვა, რომ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე "აგრესორ ქვეყანაზე სანქციების დაწესების საკითხი" განიხილეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა