logo
ENG


სერგეენკო უკრაინაში ვიზიტზე: ეს იყო ყველაფერი ერთად - სისასტიკე, არაადამიანობა, გნებავთ გენოციდი, ტერორი
  • 528ნახვები

ძალიან მძიმე იყო და მითუმეტეს, მძიმე იყო შესაფასებლად. მაშინაც და მერეც ჩემთვის კითხვა დაუსვამთ, თუ რა არის ეს? მე არ მაქვს ლექსიკონში ის სიტყვა, რომელიც მოკლედ და სხარტად აღწერს იმას, რაც მე ვნახე. ეს იყო ყველაფერი ერთად, ეს არის სისასტიკე, არაადამიანობა, გნებავთ გენოციდი, ტერორი, თუმცა გამოძიება იმ საათებშიც მიმდინარეობდა, ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები იქ იყვნენ და ეჭვი არ მეპარება ამას ძალიან მალე მკაფიო სახელი დაერქმევა.

განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ პალიტრანიუსის გადაცემა დღის ნიუსრუმში საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა