logo
ENG


აპატურაი: რაც არ შეცვლილა, არის ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში
  • 746ნახვები

რუსეთი გახდა უფრო აგრესიული და საშიში, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად. საქართველო ჩვენი ერთერთი უახლოესი პარტნიორია. აქ ვიმყოფები, რომ განვიხილოთ პრაქტიკული ნაბიჯები, რომ ერთად მეტი გავაკეთოთ.

სიმართლეა, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია. რაც არ შეცვლილა, არის ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ნატოს ლიდერები ივნისის ბოლოს შეხვდებიან ერთმანეთს მადრიდის სამიტზე, ჩვენს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ დაადასტურებენ და საქართველოც ნახსენები აუცილებლად იქნება.

უთხრა ფორმულას საქართველოში მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა