logo
ENG


ოცნება: ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია
  • 682ნახვები

2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა ჩვენი პარტია, ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში - ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია და ადამიანის უფლებები; ადამიანების ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველდღიურ პრაქტიკად იყო ქცეული; დანერგილი იყო სისხლის სამართლის არაადამიანური პოლიტიკა; შეკრების თავისუფლებას ხელისუფლება სისასტიკეს უპირისპირებდა; დანერგილი იყო ე.წ. ელიტური კორუფციისა და ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა; სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებოდა არა სამართალს, არამედ ავტოკრატიას და მისი მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებდა; არ არსებობდა მედიის თავისუფლება და ყველა წამყვანი მედიასაშუალება არა სიტყვის თავისუფლების, არამედ დიქტატურის სამსახურში იყო ჩაყენებული; ხალხს წართმეული ჰქონდა არჩევანის უფლება; ქვეყანას ჰქონდა სუსტი ეკონომიკა და მოსახლეობის 30 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა; არ არსებობდა მოსახლეობის სოციალური დაცვის არავითარი ქმედითი მექანიზმი, მათ შორის ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის რაიმე ქმედითი სისტემა; 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 225 ათასით შემცირდა; ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა, 30 ათასი ადამიანი კი დევნილად აქცია; შეჩერებული იყო საქართველოს წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.

სწორედ ამ უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში შეძლო "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა. ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა.

ნათქვამია ოცნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა