logo
ENG


ხვიჩია: ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარდატეხისთვის ენმ-მ პარტიის დაშლა უნდა გამოაცხადოს
იაგო ხვიჩია
21 აპრ, 2022 12:43
ხვიჩია: ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარდატეხისთვის ენმ-მ პარტიის დაშლა უნდა გამოაცხადოს
  • 551ნახვები

ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად შეუძლია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარდატეხის და ცვლილების შეტანა. ოღონდ ამისთვის აქციების გზა, მგონი, არ არის საკმარისი. ეს გზა გამოვცადეთ, ვნახეთ, რომ ამით არაფერი იცვლება.

იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს ნაციონალურმა მოძრაობამ საჯაროდ უნდა გამოაცხადოს საკუთარი პარტიის დაშლის შესახებ. როგორც კი ეს მოხდება, პოლიტიკური სპექტრი გინდა, არ გინდა შეიცვლება და ეს ცვლილება იქნება გამოწვეული ნაციონალური მოძრაობის მიერ და ეს იქნება პოზიტიური ცვლილება ქართველი ხალხისთვის, ჩემი აზრით.

თვალი დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს და ქართული ოცნება ვერ იყენებს მის მთავარ იარაღს ქართველი ხალხის წინააღმდეგ - დაშინებას ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით. ეს ფაქტი - ნაციონალური მოძრაობის გაქრობა, გამოიწვევს ქართული ოცნების თამაშს, ანუ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რაღაცნაირ ქაოსს, ხოლო ქაოსი არის ის დრო, როცა ყველას აქვს შანსი იმიტომ, რომ არავინ იცის რა მოხდება, არც ქართულმა ოცნებამ, არც ოპოზიციამ.

ამაში ბევრი ინვესტიციაა ჩასხმული. ნაციონალური მოძრაობა, როგორც საფრთხობელა - ამ პროექტზე ძალიან ბევრია ნამუშევარი და ერთ დღეში არ ხდება ამ მტრის ხატების შექმნა. ამიტომ, თუ გვინდა ქართული ოცნების განიარაღება ნაციონალური მოძრაობა უნდა დაიშალოს.

ნაციონალური მოძრაობის არსებობა ისეთი ფორმით, როგორიც დღეს არის ყველაზე მეტად აწყობს ქართულ ოცნებას და თვალისჩინივით უფრთხილდება, ჩემი აზრით.

ჟურნალისტებთან განაცხადა პარტია გირჩის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.



ასევე ნახეთ
close დახურვა