logo
ENG


ზელენსკი: ოდესას 7 რაკეტა ესროლეს, 3 თვის ბავშვი მოკლეს, აი ასეთი აღდგომა გვაქვს
  • 570ნახვები

7 რაკეტა ისროლეს - აი ასეთი აღდგომა გვაქვს. რაკეტები ესროლეს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. 2 რაკეტა ჩამოვაგდეთ. ბოლა მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 18 თუ 20 ადამიანი დაშავდა. დაღუპულებს შორის 3 თვის ბავშვია. 3 თვის ბავშვი მოკლეს. როცა ომი დაიწყო, ეს ბავშვი 1 თვის იყო. რა ხდება საერთოდ? ნაძირალები - სხვა რა სახელი უნდა შევარქვა. სხვა სიტყვები უბრალოდ არ არსებობს - ნაძირალები არიან. ამ დღეებშიც კი, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. რა ღმერთისგან არიან?! რა ფასეულობებზე საუბრობენ, რა რუსული მშვიდობა?

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსმა ოკუპანტებმა ოდესაში საცხოვრებელ სახლებს რაკეტები ესროლეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 თვის ბავშვი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა