logo
ENG


მინდიაშვილი: ქრისტიანებს გვწამს - ნაწამები, ჯვარცმული უკრაინა გაიმარჯვებს რუსეთის იმპერიაზე
  • 744ნახვები

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბოროტება ისე ძლიერი, როგორც ახლაა, არ ყოფილა, მაგრამ დღეს მართლმადიდებლი ეკლესია აღნიშნავს იმ ღმერთის გამარჯვებას, რომელიც წუთისოფელმა, იმპერიამ და კოლაბორანტმა სამღვდელოებამ მასხრად აიგდო, აწამა, ყველაზე სამარცხვინო სიკვდილით დასაჯა, ნაგავში მოისროლა, ზეიმობს ღმერთის დაბრუნებას, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღეებში თითქმის ყველამ, შიშისა და უიმედობის გამო, მიატოვა და უარყო

ქრისტიანებს გვწამს ქრისტე, რომელიც მკვდრეთით აღდგა მაშინ, როცა წამების, უმწეობის, უიმედობის, მარცხის ჯოჯოხეთმა მოიცვა მისი სული, როცა სიკვდილი მის სხეულზე გაბატონდა.

იმის თქმა მინდა, რომ ქრისტიანებს გვწამს უძლურების ძალა, შეუძლებლის შესაძლებლობა, ანუ ჩვენ იმთავითვე გვწამს, რომ ერთის სიმართლე უფრო ძლიერია უსამართლობის სიმრავლეზე, უმცირესობის გონიერება უფრო ძლიერია უმრაველოსობის სიჩლუნგეზე, რწმენისთვის თავდადება უფრო მაგარია საძალაუფლებო პიარსტრატეგიებზე, რომ ერთის თავისუფლება შეუდარებლად აღმატებულია მილიონების მონობაზე, რომ სიკვდილი სახელოვანი უიმედოდ დაჯაბნის ბოროტების არმიების სიცოცხლეს, რომ საკონცენტრაციო ბანაკში გაგუდულმა გრიგოლ ფერაძემ დაამარცხა მთელი ნაცისტური იმპერია, ხოლო მერებ კოსტავამ თავის გაყინულ სამარტოე საკანში საბჭოთა კავშირი დაასამარა

ამიტომ, ქრისტიანებს გვწამს, რომ მასხრად აგდებული, "დასჯილი", ნაწამები, ჯვარცმული უკრაინა გამარჯვებს რუსეთის იმპერიაზე, მაგრამ არა მარტო იმპერიაზე, - არამედ გაიმარჯვებს გულგრილთა და ბრიყვთა, სასრგებლო იდიოტთა და სკეპტიკოსთა არმიებზე, გვწამს რომ უკრიანის თავგანწირვა შეცვლის მსოფლიოსა და თითოეული ადამიანის, ჩვენი მომავალი თაობების ბედს, რადგან ისიც, როგორც მანამდე ბევრი სხვა, გადის ჯვარცმული კაცის გზას, რომელიც ახლა მკვდრეთით აღდგა, რათა სხვაბსაც მოუტანოს ნამდვილი სიცოცხლე, შეცვალოს და განიკითხოს მსოფლიო

ქრისტე აღდგა!

Слава Україні 

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ფეისბუქზე. 24 აპრილს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომას აღნიშნავს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა