წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანებს, ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ ომში ჩაერთოს უნდა ეს ყველაფერი [ომის შედეგები უკრაინაში] და ამაზე მეტიც - სრული ჰუმანიტარული, ეკონომიკური, პოლიტიკური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის.
და მეორე, როცა საუბარია სამხედრო გზით სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, მინდა შეგახსენოთ, რომ თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება, ასეთ შემთხვევაში შენ გიწევს ბრძოლა არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ შენ გიწევს სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა, ასევე ბუნებრივია პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღოდა ამას წინ და უამრავი გამყიდველი იყო მაშინაც საქართველოში და საქართველოს გარშემო.
ასეთი რამ ჩვენ გვქონდა 30 წლის წინ. 30 წლის თავზე ჩვენ იმავეს ვერ გავიმეორებთ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ისტორიის, ქართველი ხალხის და მომავალი თაობების წინაშე.
ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს, ოსებს შორის არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ. ეს შეიძლება უნდოდეს არესტოვიჩს, ეს შეიძლება უნდოდეს სააკაშვილს, ეს შეიძლება უნდოდეთ სხვებს, მაგრამ ეს არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ. ასეთი სცენარი, ბუნებრივია, აბსოლუტურად გამორიცხულია ჩვენთვის.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.