იცით, რომ საჯაროდაც გამოვხატე ჩემი პოზიცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით. იქ რაღაც კითხვები არსებობდა და ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან რომ ამის შედეგებს ძალიან მალე განვიხილავთ.
რაც შეეხება ზოგადად ჩემს პოზიციას: ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს. მე უკვე მაქვს დავალება მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის. მთელი ეკონომიკური გუნდი ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ამ გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. ზოგადად თუ ენერგეტიკა თუ არ განვავითარეთ, ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობასა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი.
მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის იყოს და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. მე, რა თქმა უნდა, კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და ჩვენ მათ ვეხმარებით, მაგრამ ასეთი ტიპის [ჰესი], როგორიც არის ენგური, ეს ჰესი რომ არ იყოს ახლა, წარმოგიდგენიათ, რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის? ეს არის ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას იზიარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გუნდი, ვმუშაობთ და ძალიან მალე ჩვენს ხედვას, წარმოვადგენთ როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა.
განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.