შეხედეთ მოლდოვას, მოლდოვა ისევ გაბრწყინდა, სანდუს მთავრობა კარგად მუშაობს. ისინი ეხმარებიან უკრაინელებს და ისინი იმსახურებენ საკუთარ ადგილს [ევროკავშირში], ისევე როგორც უკრაინელები. საქართველო კი ამჟამად ფსკერზეა და ამ ადგილს საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ მიაღწია, რომელიც რუსეთს დასაწყისიდანვე ეფლირტავება, ვიტყოდი დასასრულამდე. იქნება პუტინის დასასრული და პუტინის დასასრული ნიშნავს ბიძინას დასასრულს და ყველა მისი მარიონეტის დასარულს მეზობელ ქვეყნებში, ლუკაშენკოების, ბიძინების და მსგავსების.
განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში პოლიტიკა Bloomberg-თან ერთად.