logo
ENG


გალერი EU-ს კითხვარზე: პასუხები გადამოწმდება, ვნახავთ, რას მიაღწიეთ და რას არ მიაღწიეთ
მაიკლ გალერი
03 მაი, 2022 00:15
გალერი EU-ს კითხვარზე: პასუხები გადამოწმდება, ვნახავთ, რას მიაღწიეთ და რას არ მიაღწიეთ
  • 644ნახვები

როდესაც საკითხი ეხება კითხვარზე პასუხის გაცემას და ეს პასუხები, რა თქმა უნდა, გადამოწმდება იმასთან დაკავშირებით, რა არის უკვე მიღწეული. ასოცირების ხელშეკრულება გახლავთ ევროკავშირის მთლიანი სამართლებრივი ბაზის ნაწილი. ჩვენ ვნახავთ, რას მიაღწიეთ და რას არ მიაღწიეთ. ეს არის შინაარსობრივად და არსებითად შესრულება იმ ჩარჩოების, რასაც ითხოვდა ასოცირების ხელშეკრულება. მთავრობამ იცის ჩვენი კრიტიკის შესახებ, რა მიმართულებით გვქონდა კრიტიკა. ეს კითხვარი არ გახლავთ დამაჩქარებელი. აქ ჩვენ კიდევ უფრო ძლიერ კრიტერიუმებს ვაწესებთ, რომელიც რეალურ საკითხებს ეხება.

ეს არ გახლავთ ისეთი რამ, რაც თქვენ აღმოსავლეთ პარტნიორობაში დაგტოვებთ, არამედ 49-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანას საშუალებას აძლევს, ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ჩვენ რეალურ საქმეებს გადავამოწმებთ. პროგრესს და სურვილთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არსებობს, მე შემიძლია მივმართო მთავრობას და ყველა დაინტერესებულ პირს - შეასრულონ საშინაო დავალება, რომ ტექსტი და სულისკვეთება არამხოლოდ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არსებობდეს, არამედ იმ საგზაო რუკის თვალსაზრისით, რომელიც მიდის პირველ რიგში კანდიდატობამდე და შემდეგ უკვე წევრობამდე.

განაცხადა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. 2 მაისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს ევროკავშირის კითხვარის პასუხების პირველი ნაწილი გადასცა.

[მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]



ასევე ნახეთ
close დახურვა