პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო. ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია. ჩემი თხოვნა იქნება მარტივი - ჩაეძიოთ და მოიკითხოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არის სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი.
თბილისის მერი კახა კალაძე მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს ეხმაურება. პოდოლიაკმა საქართველოს მთავრობის პოზიციები ომთან დაკავშირებით გააკრიტიკა და თქვა, რომ "ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია".