logo
ENG


სუბარი: იმედია, სააკაშვილი სუიციდურ ქცევას არ მიმართავს, თუ დასჭირდება პროგრამაში ჩავრთავთ
სოზარ სუბარი
04 მაი, 2022 14:55
სუბარი: იმედია, სააკაშვილი სუიციდურ ქცევას არ მიმართავს, თუ დასჭირდება პროგრამაში ჩავრთავთ
  • 1129ნახვები

ადაპტაციური აშლილობა არ ვიცი, რას ნიშნავს, თვითონ [კონსილიუმის ექიმი] განმარტავს ასე - დეპრესიული განწყობა, სუიციდური ქცევა, მადის დაქვეითება, გენერალიზებული შფოთვა და ა.შ.

ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება და სააკაშვილი თურმე მათ შორისაა, ვინც ვერ ეგუება და როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხეს, ვერ ეგუება საკანს, ვერ ეგუება პატიმრობას, მან ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე, ვიდრე ციხეში მოხვდება და არ უნდა ჩაიდინოს დანაშაული, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის სასჯელი გარდაუვალია, ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს სასჯელის მოხდა.

მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ. ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ ციხეებში სუიციდის პროგრამის მართვა და საქართველოში დღეს, მსოფლიოში ყოველ 10 000 პატიმარზე აღებული ყველაზე ნაკლები სუიციდია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც სუიციდი მინიმუმ 5-6 კაცი არ იყოს 10 000 პატიმარზე აღებული. საქართველოში ეს არასდროს აღემატება 1, მაქსიმუმ 2 ადამიანს და ბევრჯერ არც ერთი არაა წლის განმავლობაში. ამ მხრივ საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად და იმედი მაქვს, რომ ეს არ დასჭირდება მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება ის ჩართული იქნება ამ პროგრამაში.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა