logo
ENG


მდინარაძე EU-ს კითხვარზე: არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გვაქვს სხვაზე მეტი შანსი
  • 613ნახვები

კითხვარის ერთი ნაწილი უკვე შევსებულია, ჩაბარებულია, მეორე ნაწილი დაანონსდა, რომ ხვალ გადაეცემა. ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გვაქვს სხვაზე მეტი შანსი იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის აღიქმებოდა ლიდერად რეფორმების მიმართულებით და ამას აღნიშნავდნენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ამას აღნიშნავდნენ ჩვენი პარტნიორები ყოველთვის. თქვენ გახსოვთ, წინა პერიოდი, როდესაც NATO-სთან და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე რეფორმებზე იყო ხოლმე საუბარი, საქართველოს ყოველთვის მოიხსენიებდნენ, როგორც ლიდერს რეფორმების შესრულების საქმეში და ბევრი განცხადება მოგვისმენია, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს NATO-სთან და ევროკავშირთან, როგორც დღეს.

რა თქმა უნდა, ამას საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ასკვნიდნენ და ასეთი განცხადებები ამიტომ კეთდებოდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პერსპექტივა არის რეალური, ხელშესახები. თუკი ვინმე დღეს იმსახურებს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი სამშობლო.

ამბობს ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.



ასევე ნახეთ
close დახურვა