logo
ENG


წულუკიანი: ტიტანური შრომის შედეგად, ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო
  • 559ნახვები

ყველა უწყებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესანიშნავი კოორდინაციისა და პრაქტიკულად, 24-საათიანი რეჟიმის ფარგლებში ვიმუშავეთ. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის, ეს იყო მართლაც ტიტანური შრომა და კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც ყველაზე მოცულობითი და დარგობრივია, შესაბამისად ტექნიკური და ძნელად შესავსები იყო, წარმატებით შეივსო.

ის დღეს გადაეცემა ევროკავშირს დადგენილ ვადაში და ვადის გასვლამდე ბევრად ადრე, ვინაიდან მთელი ვიზალიბერალიზაციის პროცესმა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინარე პერიოდმა ჩაიარა ჩემ თვალწინ და მე მახსოვს, როგორ მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით უწყებები მაშინაც ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის.

თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა