logo
ENG


ზელენსკი: პუტინი სახეს ვერ შეინარჩუნებს, სახელმწიფო მაინც შეინარჩუნოს
  • 418ნახვები

მე არ მგონია, რომ ის [პუტინი] შეძლებს სახის შენარჩუნებას. და სიმართლე გითხრათ, მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მომავალი ელის ამ ადამიანს. მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალი ექნება რუსეთს. მე როგორც უკრაინის პრეზიდენტი, პირველ რიგში ვფიქრობ, იმაზე თუ რა იქნება ჩვენთან [უკრაინაში]. თუმცა ეს ჩვენი მეზობლები არიან და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს მერე მოვლენ სხვა პრეზიდენტები, შეიცვლება თაობები. არავინ არსად არ მიდის, ეს ჩვენი მიწებია და ჩვენს შორის არსებობს საზღვრები. ამ ომმა საზღვარი გახადა არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ ისტორიულიც. სახე შეინარჩუნოს? მგონია, რომ მან თავის სახელმწიფო უნდა შეინარჩუნოს...შეინარჩუნოს ქვეყანა, მათ უნდა შეინარჩუნონ ის, რაც 100-200 წლით ადრე იყო აშენებული

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-სთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა