logo
ENG


ბურჯანაძე: გამოდით შვილების ხვალინდელი დღის დასაცავად, ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის
  • 859ნახვები

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა - არ არის ახლა გვარამიას დაჭერა-არ დაჭერაზე მხოლოდ საქმე, დაგაგვახიეს თავზე როგორც შარლ მიშელის დოკუმენტი თავის დროზე, ისე ახლა გადაგვახიეს ევროკავშირის კითხვარი. რომელ ევროკავშირზე ვლაპარაკობთ? ქვეყანაში, სადაც არის პოლიტიკური სასამართლო, რომელიც მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს იჭერს აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებების გამო.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არ აქვს მნიშვნელობა, გვარამია მოგწონთ თუ არა, ნუ გამოხვალთ გვარამიას და ჩვენი, პოლიტიკოსების დასაცავად, გამოდით თქვენი შვილების ხვალინდელი დღის დასაცავად, რომ რომელიმე თქვენი შვილი მანქანით ბიძინა ივანიშვილს ან მის შვილს თუ გადაასწრებს შემთხვევით გზაზე, ამის გამო არ დაიჭირონ შეთითხნლინი ბრალდებით. ესეც მოხდება, გაფრთხილებთ. ქვეყანა მიდის ტოტალიტარიზმისა და ავტოკრატიის მიმართულებით.

ამბობს ფორმულასთან ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე



ასევე ნახეთ
close დახურვა